ჩომახიძე დემური უფროსი მრჩეველი, მრჩეველთა საბჭო, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, თბილისი, საქართველო ცხაკაია ქეთევან ასოცირებული პროფესორი, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო ლელაძე ნაზი დოქტორანტი, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო საქართველოში ელექტროენერგიის წარმოებაში მცირე ჰიდროენერგეტიკის ადგილი და როლი (ენერგეტიკის ეკონომიკური ასპექტები და რეგულირება) აბსტარაქტი
 შესავალი და მიზანი: საქართველოს გააჩნია საკმაოდ დიდი პოტენციალი მცირე ჰიდროენერგეტიკის შესაძლებლობების გამოყენებისათვის. შეიმჩნევა მცირე ჰიდროენერგეტიკის შესაძლებლობების ზრდის ტენდენცია, რაზეც მიუთითებს ის ფაქტი, რომ 2020 წელს ელექტროენერგიის წარმოებაში მცირე ჰესების წილი შეადგენდა 7,8%, რაც მეტია 2019 წლის მაჩვენებელთან (6,6%) შედარებით. მიუხედავად ამისა, დაბალია მცირე ჰიდროელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავების მაჩვენებელი. კვლევის მეთოდოლოგია: გამოყენებულია ფაქტებზე დაყრდნობილი ინფორმაციის შედარებითი ანალიზი. შესწავლილი და განზოგადოებული იქნა ოფიციალური მონაცემები ელექტროენერგიის წარმოების შესახებ როგორც საქართველოში, ისე ჩეხეთის რესპუბლიკაში. შედეგები და გამოყენება: საქართველოსთვის ჯერ კიდევ აქტუალურია მცირე მდინარეთა ენერგეტიკული პოტენციალის ათვისების საკითხი. მაგალითად, 2019 წელს გამომუშავებული ელექტროენერგიიდან ჰესებმა გამოიმუშავეს 90,2 %. აქედან მცირე ჰესებზე მოდიდა მხოლოდ 6.6%. ყურადსაღებია ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილება, სადაც 2016 წლის მდგომარეობით მცირე ჰიდროენერგეტიკის ეკონომიკურად დასაბუთებული პოტენციალი შეადგენდა 465 მვტ, რომლის 72% ათვისებული იყო. ჩეხეთის ელექტრული ქსელის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს 10 მვტ-მდე მცირე ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული იქნა მთლიანად ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 51%. დასკვნა: აქ მოტანილი მონაცემები გვიჩნებეს, რომ საქართველოს მცირე ჰიდრორესურსების მაღალი პოტენციალი გააჩნია. მისი ათვისება შესაძლებელს გახდის დამატებითი იაფი ელექტროენერგიის წარმოების საშუალებას. ამაზე მიუთითებს სხვა ქვეყნების გამოცდილება. საკვანძო სიტყვები: ელექტროენერგეტიკა, ჰიდროენერგეტიკა, მცირე ჰესი, ნეტო აღრიცხვა სტატია
 |