შალამბერიძე ხათუნა ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო გუგეშაშვილი თინათინი ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო პანდემია და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები (ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები) აბსტარაქტი
შესავალი და მიზანი: 2021-2022 წლებში მსოფლიო კვლავ ექსტრაორდინარული კრიზისის პირისპირ დარჩება – გლობალური ეკონომიკის სტაგნაციისა პანდემიის და პოსტპანდემიის პერიოდში. განვითარებული ქვეყნების უმეტესმა ნაწილმა შესაძლოა მცირედი დანაკარგებით შეძლოს ამ კრიზისიდან გამოსვლა, მაგრამ ეკონომიკური ვარდნის შედეგები მძიმე იქნება განვითარებადი ქვეყნების უმეტესობისთვის, და ჯერ კიდევ რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ეს ქვეყნები მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში. პანდემიით გამოწვეული ნეგატიური გავლენის მასშტაბი, განსაკუთრებით კი მისი გავლენა განვითარებადი ქვეყნების მცირე და საშუალო ბიზნესზე (SME) ჯერ არ არის სრულად ნათელი (გადავადებული საგადასახადო და სასესხო ვალდებულებებისა და რიგ შემთხვევებში რაღაც ტიპის სახელმწიფო დახმარებების გამო), მაგრამ მისი შედეგები მძიმე იქნება მრავალი ქვეყნის ეკონომიკისთვის მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში და შესაძლოა, ამ ქვეყნებში პოლიტიკური არასტაბილურობის მიზეზიც კი გახდეს. COVID-19 პანდემიით გამოწვეული მსოფლიო კრიზისის ფონზე ფინანსური სტაბილურობის რისკები გაზრდილია. საქართველოს ეკონომიკა გარკვეული სტრუქტურული გამოწვევებით ხასიათდება, რამაც COVID-19 პანდემიით გამოწვეული რეცესიის პირობებში საგარეო ფაქტორების მიმართ მოწყვლადობის რეალიზება გამოიწვია. საქართველო მცირე ზომის ღია ეკონომიკაა დოლარიზაციის ჯერ კიდევ მაღალი მაჩვენებლით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტითა და საერთაშორისო ფინანსურ ნაკადებზე მზარდი დამოკიდებულებით, რაც გლობალური ეკონომიკური და ფინანსური ტენდენციების მიმართ მოწყვლადობას განაპირობებს. მსოფლიო მასშტაბით COVID-19 პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა, კერძოდ კი ისეთმა გარემოებებმა, როგორებიცაა მნიშვნელოვნად შემცირებული ეკონომიკური აქტივობა, ფინანსური ნაკადების შემოდინების კლება, განვითარებად ქვეყნებში გაზრდილი რისკის პრემია და, ასევე, პანდემიის გავრცელებასა და მის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული გაურკვევლობა, საქართველოს ეკონომიკის საგარეო ფაქტორების მიმართ მოწყვლადობის რეალიზება გამოიწვია. შესაბამისად, გაზრდილია ფინანსური სტაბილურობის რისკებიც. საკვლევი თემის მიზანია შეისწავლოს და დააზუსტოს მსოფლიოში რეიტინგული და გამორჩეული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების: მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დამოკიდებულება - მსოფლიო პანდემიის ფონზე განვითარებადი ქვეყნებისადმი ფინანსური მხარდაჭერისა და თითოეულ ქვეყანაში ეკონომიკური ეფექტის მისაღებად გამოხატული ინიციატივების განხორციელების მიმართ. კვლევის მეთოდოლოგია: კვლევის მეთოდოლოგიას წარმოადგენს იმ მეცნიერთა სისტემური შეხედულებები, რომელთაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების შესახებ სიღრმისეული კვლევები ჩაატარეს და არსებითი ზეგავლენა მოახდინეს მათზე. ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობის პრობლემა და მისი მეცნიერული დამუშავება მეთოდური თვალსაზრისით სისტემური მიდგომის პრინციპების შესაბამისად განხორციელდა, რაც გულისხმობს მათი ძირითადი საქმიანობის მართვას თითოეული სახელმწიფოს მიმართ. კვლევის თეორიულ საფუძველს წარმოადგენს ჩვენს მიერ დასმულ პრობლემატიკასთან დაკავშირებული უცხოელ და ქართველ მეცნიერთა შრომები. საკვლევი ამოცანების თავისებურებამ განსაზღვრა ზოგადმეცნიერული და სპეციფიკური მეთოდების გამოყენების აუცილებლობა. მოცემულ საკვლევ თემაში დასმული მიზნის შესაბამისად გამოყენებულ იქნა სხვადასხვა მეთოდი: დაკვირვების, დაჯგუფების, სტატისტიკური ცხრილებისა და გრაფიკების, ანალიზის როგორც რაოდენობრივი, ისე არარაოდენობრივი მეთოდები. შედეგები და გამოყენება: საკვლევი თემის შესწავლითა და გაანალიზებით შეიძლება გამოიკვეთოს შემდეგი კვლევის შედეგი: საქართველოს მიმართ ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი თანაბრად იჩენს მხარდაჭერას და ატარებს სხვადასხვა ფინანსური ხასიათის პროგრამულ პოლიტიკას. კერძოდ, მსოფლიო ბანკის სტრატეგიული მიმართულებები საქართველოში ფოკუსირებული არის კერძო სექტორში ინვესტიციების ზრდაზე, ენერგო სექტორის მოდერნიზებაზე და საქართველოს რეგიონალური და გლობალური ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობაზე. თუმცა, COVID-19-ზე რეაგირების ღონისძიებებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს; აზიის განვითარების ბანკის სტრატეგიული მიმართულებები საქართველოში ფოკუსირებული არის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, საავტომობილო გზებით ტრანსპორტირების შეზღუდვების შემცირებაზე და ენერგეტიკის დარგში ინფრასტრუქტურის აღდგენა და განვითარებაზე. ამ შემთხვევაშიც, აზიის განვითარების ბანკმა სხვადასხვა ფინანსური პროგრამებით - COVID-19-ზე რეაგირების ღონისძიებებისთვის მკაფიო მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს; საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტრატეგიული მიმართულებები საქართველოში ფოკუსირებული არის შემდეგზე: საქართველომ მიაღწიოს ინკლუზიური ზრდის მაღალ ტემპს, უზრუნველყოს ქვეყნის ფისკალური მდგრადობა, შეამციროს ეკონომიკის მოწყვლადობა საგარეო შოკების მიმართ, გააძლიეროს ფისკალური და მონეტარული ინსტიტუციები და გააუმჯობესოს ფინანსური და სოციალური დაცვის მექანიზმები. თუმცა, ამ შემთხვევაშიც უპირობოდ, მნიშვნელოვანია ფონდის ფინანსური მხარდაჭერა ქვეყნის მასშტაბით პანდემიით გამოწვეული პრობლემების დაძლევაში. დასკვნა: მოცემული ტენდენციები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მზაობა იმოქმედონ სწრაფად ნათელს ხდის, რომ მათ გააზრებული აქვთ პანდემიის ეკონომიკური საფრთხეები, იზიარებენ სოციალურ პასუხისმგებლობას და ადრეულ ეტაპზევე იწყებენ გამოწვევებთან გამკლავების პროცესს. საქართველომ ერთხელ, 2008 წელს უკვე შეძლო უპრეცედენტო მასშტაბის, 4,2$ მილიარდიანი დახმარების მოზიდვა, რამაც ქვეყანას აგვისტოს ომის შემდგომი ეკონომიკური დარტყმა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი შედარებით უმტკივნეულოდ დააძლევინა და გადაარჩინა ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობა. დღეს ასეთი ოპტიმისტური პროგნოზები, ცხადია, ვერ გაკეთდება, რადგან პრობლემა გლობალურია. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის ჯერ კიდევ მხოლოდ ზრდა არის მოსალოდნელი, ზუსტ ეკონომიკურ ეფექტებზე ჯერ საუბარი ადრეა. აშკარაა, რომ მსოფლიო ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზიანდება. იქნება თუ არა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გატარებული ეკონომიკური სტიმულირების პაკეტები საკმარისი, ამაზე პასუხის პოვნა ახლა გაგვიჭირდება. თუმცა ბანკების მიერ გატარებული ადრეული პრევენციის ზომები ბადებს მოლოდინს, რომ განვითარებად ეკონომიკებს (საქართველოს ჩათვლით) ეკონომიკური რეაბილიტაციის ფაზის გავლა სრულიად დამოუკიდებლად არ მოუწევთ და ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ფინანსური და ტექნიკური დახმარება საერთაშორისო საზოგადოებისაგან. რამდენად შეძლებს ქვეყნის ეკონომიკა ვირუსის დარტყმასთან გამკლავებას, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად წარმატებით შეძლებს ქვეყანა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მუშაობას და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მოზიდული თანხების ეფექტიანად გამოყენებას. აღსანიშნავია, რომ ყველა ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს საქართველოში ეკონომიკური ზრდის პოტენციალის შენარჩუნებას საშუალოვადიან პერიოდში და პანდემიის შემდგომ ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებაში. საკვანძო სიტყვები: საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და გამოწვევები; ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის მექანიზმები ![]() |
შალამბერიძე ხათუნა ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო The Role of Innovation in the Development of Commercial Banks in Georgia (ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები) Abstract
Introduction and aim: Innovation is a significant positive change in product offering, service, business model and action. The research article focuses on the role of innovation in the activities of modern commercial banks. A study has been conducted on the role of innovation in the development of three commercial banks ranked in Georgia. Accordingly, interesting analysis and evaluation has been done. The aim of the research is to determine the role of innovation in the development of modern commercial banks in Georgia - to identify the development trends of commercial banks, to determine the role and importance of innovation in it and to offer recommendations for improvement; Develop theoretical foundations, scientific and methodological approaches, develop practical recommendations for the generation, implementation and effective use of financial innovations. In Georgia today, the need for active introduction of financial innovation is dictated by the following objective factors: • The transition to a broader model of the intensity of the banking system development, which is reflected in the improvement of the quality of banks. • Strengthen banking competition and change priorities on unreasonable costs of pricing methods. An in-depth analysis and evaluation of the research topic revealed that due to the complexity of innovation processes in banks, their effective development is impossible without the development and consistent implementation of innovative strategies. The introduction and development of financial innovation is a key strategy for commercial banks, so improving the regulatory mechanisms for innovation processes in the banking sector is inevitable. The Innovation Development Strategy developed by each commercial bank will actually assist them in developing an innovative innovative concept product, in developing and managing new products, services and technologies, and in managing the risks of an innovative banking system. A strong banking sector is the key to stable economic growth in any country. A competitive banking sector contributes to the liquidity of the economy, which in turn leads to capital accumulation, economic growth and employment. Research methodology: The theoretical and methodological basis of the paper is the systemic views of scientists who have had a significant impact on the development and introduction of innovative activities in general. The problem of innovative activity and its scientific elaboration was carried out in accordance with the principles of a systemic approach in terms of methodology, which implies the management of innovative activity in the banking sector. The theoretical basis of the research is the works of foreign and Georgian scientists related to the problems posed by us. The specificity of the research tasks determined the necessity of using general scientific and specific methods. According to the purpose of this research topic, different methods were used: observation, survey, grouping, statistical tables and graphs, analysis, both quantitative and non-quantitative. Results and implications: The modern banking sector is distinguished by the development of financial innovations and the development of qualitative changes in the environment of financial and credit organizations in Georgia: • Financial innovation technology (increasing number of financial innovations is created using the latest developments in technology; • Virtualization of financial innovations most actively) Is implemented, which will enable commercial banks and non-bank credit organizations to provide services remotely); • Financial innovations become the main tool of competition in the banking market, the most important means of product differentiation; • Active introduction of banking innovations leads to increasing intensity and competition in the banking market; A new element of banking culture that is changing the classical model of the banking sector. Conclusion: Management in Georgia is still not sufficiently developed and widespread, so commercial banks are forced to independently perform efficiency calculations, which are characterized by certain features and depend on the goals and objectives of innovation. Each of them typically uses both overall and relative effectiveness indicators to evaluate the effectiveness of innovations. One such indicator is the social effectiveness of financial innovations in an innovative project. It contributes to improving the quality of life, overall well-being, staff working conditions, increasing productivity, and accelerating the renewal of living conditions. In today's world, primarily due to pandemic regulations, the main problem for employees, the self-employed and people in general is ""limited time"", so each of them tries to implement and obtain the desired banking operation in a short period of time. Consumers are no longer visiting the bank without the necessary and necessary reasons, a clear example of which is the increase in the number of mobile banking and chatbots, as well as personal banking services provided by banks, which advises and offers banking products and informs news using remote channels, thus saving the user. Time and comfort are created. But the implementation of these services is accompanied by relevant risks, such as customer identification. To solve this problem, banks often ask a few questions during the interview. A novelty that was introduced only a few months ago is a program that fixes the voice and identifies the tone of voice during the next call. Due to the complexity of innovation processes in banks, their effective development is impossible without the development and consistent implementation of innovative strategies. In our opinion, the introduction and development of financial innovations is a key strategy for banks. In order to improve the regulatory mechanisms of innovation processes in the banking sector, it is recommended to create a specialized department, the functions of which should include supporting the innovation process in the banking sector and facilitating their development. At the same time, it is necessary to have a control mechanism that protects the rights of consumers. Keywords: Digital Banking and Competition, financial innovations, Evaluate the level of innovation ![]() |
შალამბერიძე მანანა ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო ახალაძე ზეინაბი ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო Covid-19 პირობებში ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში (ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები) აბსტარაქტი
შესავალი და მიზანი: საქართველოს სოფლის მეურნეობის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და მიზნობრივი გამოყენება ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, დადებითი შედეგის მიღწევის უპირველესი გარანტია არის მკაფიოდ განსაზღვრული, კონკურენტუნარიანი წარმოებისკენ მიმართული აგრარული პოლიტიკის შემუშავება და ეკონომიკის ამ სექტორში ფინანსური რესურსების მოზიდვის ხელშეწყობა. ამავე დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა, წარმოების ზრდის, საექსპორტო ბაზრების გაფართოება და სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციების დაბანდება. კვლევის მიზანს წარმოადგენს კორონავირუსის პირობებში საინვესტიციო პროექტების განხორციელება ისეთ სექტორებში, როგორიცაა: წარმოება, სოფლის მეურნეობა, წარმოება, უძრავი ქონება და ენერგეტიკა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი რეალური შესაძლებლობა და საფუძველი იქნება. კვლევის მეთოდოლოგია: კვლევები სოფლის მეურნეობის დარგებში. შედეგები და გამოყენება: საქართველოს დღეისთვის მსოფლიოს 40-მდე ქვეყანასთან აქვს გაფორმებული ორმხირივი საინვესტიციო შეთანხმება. (სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით), მაგრამ კორონავირუსით გამოწვეულმა კრიზისმა სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენა საქართველოს სოფლის მეურნეობა, რომლის პროდუქტიულობა ძალზე დაბალია. თუმცა მას კვლავ მნიშვნელოვანი როლი ეკისრება მოსახლეობის გადარჩენაში. სოფლად დასაქმებულთა უმეტესობა ‘წვრილი ფერმერია, რომლებსაც საშუალოდ 1,2 ჰა მიწის ნაკვეთი აქვთ. დადებითი შედეგის მიღწევის უპირველესი გარანტია იქნება მკაფიოდ განსაზღვრული, კონკურენტუნარიანი წარმოებისკენ მიმართული აგრარული პოლიტიკის შემუშავება და ეკონომიკის ამ სექტორში ფინანსური რესურსების მოზიდვის ხელშეწყობა. დასკვნა: კორონავირუსის პერიოდშიც კი აუცილებელია ხელისუფლების მხრიდან ინვესტორების მოზიდვისა და წახალისებისათვის ფინანსური მხარდაჭერის ისეთი შეღავათებისა და დაცვის მექანიზმების შეთავაზება, რომელიც განახორციელებს ქართული სასურსათო ბაზრის შევსებას ადგილობრივი წარმოების პროდუქტებით და მცირე და საშუალო ზომის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნის აქტიური მხარდაჭერით. საკვანძო სიტყვები: კორონავირუსი, ინვესტიციები, სოფლის მეურნეობა, კონკურენტუნარიანობა ![]() |
შანიძე გოდერძი ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო ტურისტული ბიზნესის განვითარების შესაძლებლობები პოსტ - პანდემიურ პერიოდში (ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები) აბსტარაქტი
შესავალი და მიზანი: ტურისტული ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების გამოვლენა მაკმაოდ აქტუალური საკითხია პოსტ-პანდემიურ პირობებში. საქართველოში ტურისტული ბიზნესის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და შესაძლებლობაა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. თემის კვლევის მიზანია დაგვედგინა თუ რა შესაძლებლობები შეიძლება არსებობდეს საქართველოში პოსტ-მანდემიურ პერიოდში, ტურისტული ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად. მიგვაჩნია, რომ ტურისტული ბიზნესის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მძლავრი ძალა იქნება. კვლევის მეთოდოლოგია: კვლევისათვის გამოვიყენეთ შემდეგი მეთოდები: კაბინეტური კვლევა, რომელიც დაფუძნებული იყო კომპლექსურ, ინტერდისციპლინარულ მიდგომებზე, ანალიზი და სინთეზი. შედეგები და გამოყენება: კვლევის შედეგები შეიძლება ჩამოვაყალიბოთ შემდეგნაირად: 1. საქართველოში ტურისტული ბიზნესის განვითარებას, პოსტ-პანდემიურ პერიოდში პერსპექტივა აქვს. 2. სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ტურისტული ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები, იყოს უფრო მოწყვლადი და გამჭირვალე. 3. უნდა მოხდეს საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა ვაქცინაციის აუცილებლობასთან დაკავშირებით, რომელიც საფუძველია ტურისტული ბიზნესის განვითარებისა. 4. ტურისტული ბიზნესის განვითარებით, ქვეყანას ეხსნება შესაძლებლობები განავითაროს ეკონომიკა და პოსტ-პანდემიური ეკონომიკური კრიზისი მოკლე პერიოდში დაძლიოს. დასკვნა: დასკვნის სახით კი შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოში არსებობს ტურისტული ბიზნესის განვითარების შესაძლებლობები და ამ შესაძლებლობებს სისტემური მიდგომით უნდა გამოყენება. ქვეყანაში პოსტ-პანდემიურ პერიოდში ტურიზმი აუცილებლად უნდა იყოს უსაფრთხო და მის განვითარებას ხელი უნდა შეეწყოს როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე კერძო სექტორის მხრიდანაც. საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული ფაქცინაციის პროცესში, რათა ტურისტული ბიზნესის განვითარებას ხელი შეეწყოს, რომელის იქნება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი საშუალება. საკვანძო სიტყვები: ტურისტული ბიზნესი, პანდემია, პოსტ-პანდემიური პერიოდი, ქვეყნის ეკონომიკა, ვაქცინაცია. ![]() |
შენგელია მამუკა პროფესორი, სამართლის დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო საერთაშორისო სამართლის ამკრძალავი ნორმების ანალიზი ცალკეული სახის იარაღის მიმართ (სამართალგანვითარების თანამედროვე თეორიული და პრაქტიკული ასპექტები) აბსტარაქტი
შესავალი და მიზანი: წინამდებარე სტატიაში გაანალიზებულია 1997 წლის კონვენცია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის შესახებ – ოტავის კონვენცია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენების, შენახვის, წარმოების და სხვისთვის გადაცემის აკრძალვისა და მათი განადგურების შესახებ (კონვენციის მონაწილეა 162 სახელმწიფო, მსოფლიოს ქვეყნების 80%) არა მარტო კრძალავს დასახელებულ იარაღს, არამედ საყოველთაოდ მნიშვნელოვანი მოქმედების პროგრამაა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების ჰუმანიტარული შედეგების აღმოსაფხვრელად, რომ სახელმწიფოებმა ივალდებულონ საფრთხის არიდება, დახმარება გაუწიონ მსხვერპლს და გააძლიერონ სამოქალაქო მოსახლეობის ცნობიერება მინების საფრთხის გამო. კვლევის მეთოდოლოგია: გამოყენებულია შედარებითი-სამართლებრივი მეთოდი, ლოგიკური და სისტემური კვლევის მეთოდი. შედეგები და გამოყენება: სტატიას აქვს სასწავლო-მეთოდური და პრაქტიკული მნიშვნელობა. დასკვნა: ოტავის კონვენციის ძირითადი ჰუმანიტარული მოთხოვნებია: სახელმწიფოებმა, კონვენციის წევრმა ხელშემკვრელმა მხარეებმა გაანადგურონ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მარაგი ოთხი წლის განმავლობაში; 10 წლის განმავლობაში გაასუფთაონ მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ყველა დანაღმული ადგილი და მიიღონ ზომები ამ ტერიტორიებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ეფექტური გაყვანის უზრუნველსაყოფად, მათ შორის ნაღმების რისკის შემსწავლელი პროგრამების საშუალებით; დაეხმარონ ნაღმების მსხვერპლებს ზრუნვისა და რეაბილიტაციის გზით, სოციალური და ეკონომიკური რეინტეგრაციის ჩათვლით. საქართველო დაინტერესებულია აღნიშნული კონვენციით შემოღებული აკრძალვებით, ამიტომ მიზანშეწონილია უახლოეს მომავალში პარლამენტში დაისვას საკითხი 1997 წლის კონვენციის რატიფიკაციის შესახებ. საკვანძო სიტყვები: ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები, ოტავის კონვენცია, ნაღმი-ხაფანგი ![]() |
შენგელია ირაკლი ასოცირებული პროფესორი, სამართლის დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო ხულიგნობის სტრუქტურა და დინამიკა 2017-20 წწ. (სამართალგანვითარების თანამედროვე თეორიული და პრაქტიკული ასპექტები) აბსტარაქტი
შესავალი და მიზანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის დღევანდელი რედაქციით ხულიგნობა არის 239-ე მუხლი. ხულიგნობის ცნებამ ისტორიის განმავლობაში მრავალჯერ შეიცვალა მნიშვნელობა, სანამ ჩამოყალიბდებოდა იმ რედაქციით და იმ აზრით, როგორც დღევანდელობაში არსებობს. ხულიგნობის ჩამდენ პირში თავდაპირველად გულისხმობდნენ უბრალოდ მოძალადე პირებს, რომლებიც მხოლოდ ქუჩებში ძალადობით იყვნენ ცნობილები. ხოლო, როგორც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედება, ხულიგნობა ცნობილია უკვე თითქმის ასი წელიწადი. ხულიგნობის შესწავლა, როგორც კრიმინოლოგიის ჭრილიდან, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის კომენტირებით დღემდე არ კარგავს აქტუალობას, რადგან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ 2018 წლის რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის გაცნობისას მარტივი შესამჩნევია, რომ ხულიგნობა არის იმ დანაშაულთა რიცხვში, რომლის ჩადენის სიხშირემ იმატა, კერძოდ - 42.19 პროცენტით. კვლევის მიზანია ხულიგნობის დინამიკის, სტრუქტურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის ანალიზი. კვლევის მეთოდოლოგია: ისტორიულ-სამართლებრივი ანალიზი; ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტაციის ანალიზი; სპეციალურ-სამართლებრივი; შედარებით-სამართლებრივი. შედეგები და გამოყენება: დინამიკის შესწავლის შემდეგ წარმოჩნდა თუ რა პრობლემატიკა არსებობს ქვეყანაში ხულიგნობის შემთხვევების გახსნის მხრივ, რაც ყოველ წელს მცირდება, როდესაც რეგისტრირებული დანაშაულები იზრდება. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა არის ხულიგნობის დანაშაულის კვალიფიკაცია. დასკვნა: შეჯამების სახით შეიძლება ითქვას შემდეგი: ხულიგნობა არის ერთ-ერთი ყველაზე რთული დანაშაული თავისი შემადგენლობით, რომელსაც გააჩნია ერთი ძირითადი ობიექტი და რამდენიმე დამატებითი ობიექტი, რომლის დაცვაც კანონმდებლობისათვის არის სავალდებულო. საკვანძო სიტყვები: ხულიგნობა, ხულიგნობა სტრუქტურა, ხულიგნობის დინამიკა |
შენგელია ნანა ასოცირებული პროფესორი, სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო ხოხიაშვილი მაია დოქტორანტი, სამართლის პროგრამა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო მედიის სამართლებრივი რეგულირების სტანდარტები და მასმედიასთან ურთიერთობის პრობლემა (სამართალგანვითარების თანამედროვე თეორიული და პრაქტიკული ასპექტები) აბსტარაქტი
შესავალი და მიზანი: მედიის სამართლებრივი რეგულირების სტანდარტებს განმარტავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავი სახელწოდებით 'ინფორმაციის თავისუფლება', რომელიც შეიცავს ყველა იმ მუხლს, რაც არეგულირებს ინფორმაციის საჯაროობის საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ კანონში კარგადაა გაწერილი ინფორმაციის საჯაროობის სტანდარტები, მედიის წარმომადგენლები ხშირად ხდებიან საჯარო მოხელეთა მხრიდან დევნის, შეურაცხყოფის, ბრალდების ობიექტები. ბევრი საჯარო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის ხელმისაწვდომი ვერ ხდება. კვლევის მიზანს წარმოადგენს მედიისთვის სამართლებრივი რეგულირების დღევანდელი სტანდარტები და მასმედიასთან ურთიერთობის პრობლემები. კვლევის მეთოდოლოგია: სტატიაზე მუშაობისას, რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდების გამოყენებით განხორციელდა კვლევა. შედეგები და გამოყენება: საზოგადოების პოლიტიკურ ცნობიერებაზე, ასევე ინდივიდების მოქალაქეობრივ ქცევაზე მედია აშკარად ახდენს აქტიური ზემოქმედებას; თანამედროვე ჟურნალისტიკის პროფესიული ფუნქციების შესრულებისთვის მნიშვნელოვანია კანონით განსაზღვრული საქმიანობა, დამოუკიდებლობა, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისითაც. დასკვნა: მრავალფეროვანი მედია - ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი, გაზეთი. ჟურნალი... ეყრდნობა კანონიერ და ამავე დროს პროფესიულ ვალდებულებას: დაადასტუროს ფაქტის სინამდვილე, ხელი არ შეუწყოს დეზინფორმაციის (არასწორი, მცდარი ინფორმაცია) გავრცელებას, თავი უნდა აარიდოს პროფესიული და ეთიკური სტანდარტების უგულებელყოფას. თავის მხრივ ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობა კანონიერად უნდა იყოს დაცული პროფესიული საქმიანობის შეუზღუდავი შესრულებისაგან. საკვანძო სიტყვები: სამართლებრივი რეგულირება, მედიასთან ურთიერთობა, კოდექსი, სტანდარტები |
შონია ნანა პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო მახათაძე სულხანი ბინსესის ადმინისტრირების დოქტორი; მოწვეული სპეციალისტი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო ფისკალური დეცენტრალიზაციის როლი მუნიციპალიზმის განვითარებაში (ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები) აბსტარაქტი
შესავალი და მიზანი: სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს მმართველობის სისტემის ჩამოყალიბების პროცესში, უმნიშვნელოვანესი როლი, ადგილობრივი თვითმართველობების (მუნიციპალიტეტების) მმართველობის ფორმირებას უკავია. უდაოა, რომ ცენტრალიზებული მმართველობის სისტემა, დემოკრატიის პრინციპებიდან გამომდინარე უნდა გარდაიქმნას უფრო დემოკრატიულ და ძალაუფლების გადანაწილების პრინციპზე დამყარებულ მმართველობის სისტემად, რაც ცალმხრივად ვერასოდეს ვერ განხორციელდება. ამიტომ ადგილობრივი მმართველობის სისტემების გასაძლიერებლად საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან გამოვლენილი იყოს პოლიტიკური ნება და მოხდეს რეფორმების თანმიმდევრული გატარება, რისთვისაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს დეცენტრალიზაციის პროცესი. სახელმწიფო სტრუქტურების დეცენტრალიზაციის განხორციელების პროცესს გააჩნია ორი მნიშვნელოვანი გარემოება: პირველი ის, რომ დეცენტრალიზაცია არის ზოგადად მმართველობის, უფრო დემოკრატიული სისტემის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას და უფლებას მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმართველობების საქმიანობის პროცესში და ამავდროულად გაუწიონ კონტროლი მათ გადაწყვეტილებებს; მეორე, ის ქმნის ბალანსს ადგილობრივ მმართველობებსა და ცენ¬ტრალურ ხელისუფლებებს შორის, შესაბამისად ხელს უშლის მმართვე¬ლობის სისტემის ცენტრალიზაციას და ავტორიტარიზმისკენ გადახრას. როგორც ჩვენთვის ცნობილია, დეცენტრალიზაციის ოთხი ძირითადი კომპონენტი არსებობს - პოლიტიკური, ეკონომიკური, ადმინისტრაციული და ფისკალური, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან და ქმნიან ერთიან დეცენტრალიზებულ პროცესს. თუმცა, ჩვენი მოსაზრებით, თავის სირთულითა და განსაკუთრებულობით გამოირჩევა დეცენტრალიზაციის ფისკალური კომპონენტი, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადგილობრივი თვითმართველობების გაძლიერების პროცესზე. კვლევის მიზანს წარმოადგენს საქართველოში ფისკალური დეცენტრალიზაციის არსებული მდგომარეობის და მუნიციპალიზმის განვითარებაში მისი როლის გავლენის შესწავლა. კვლევის მეთოდოლოგია: კვლევა განხორციელდა რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდების გამოყენებით. კვლევის ინფორმაციულ საფუძველს წარმოადგენს სხვადასხვა სამართლებრივი ბაზები, მუნიციპალური დონის ნორმატიული აქტები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემები და აგრეთვე პროფილური სამინისტროების ოფიციალური ვებსაიტების ელექტრონული რესურსები, საინფორმაციო პორტალები. შედეგები და გამოყენება: გამოვლენილია დეცენტრალიზაციის ხელის შემშლელი ფაქტორები, კერძოდ - საქართველოში ძირითადი აქცენტები გადატანილია სახელმწიფოს ცენტრალურ ბიუჯეტისთვის განკუთვნილ გადასახადებზე, შესაბამისად ამგვარი დამოკიდებულება ადგილობრივი მმართველობის თუ მოსახლეობის მხრიდან ფისკალური დეცენტრალიზაციის განხორციელების ნაწილში დამაზიანებელია. ასევე, თუ მუნიციპალიტეტი მოახერხებს და გაზრდის საკუთარ შემოსავლებს, შესაბამისად ცენტრალური ბიუჯეტიდან უმცირდებათ ტრანსფერები და ბოლოს, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ზრდა ადგილობრივი საგადასახადო შემოსავლების ხრჯზე რჩება ფისკალური დეცენტრალიზაციის უმნიშვნელოვანეს მიმართულებად. დასკვნა: – საქართველოში არსებული თვითმმართველობების დაფინანსების სისტემა ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტების ეკონომიკურ სტიმულირებას. ამის მთავარ მიზეზს წარმოადგენს ის, რომ მუნიციპალიტეტები მთლიანად დამოკიდებული არიან ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხების გადანაწილებაზე და არ არსებობს კონცეპტუალური მიდგომა იმისა, რომ საკუთარი შემოსავლების ზრდა მუნიციპალიტეტებმა მოახერხონ თავიანთი რესურსების გამოყენებით, რაც მთლიანობაში მათ ეკონომიკურ განვითარებაზე მიუთითებს. – თვითმართველობების დეცენტრალიზაციის პროცესში, მნიშნელოვანია ფისკალური დეცენტრალიზაცია, – ფისკალური დეცენტრალიზაციის პროცესი უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მუნიციპალური ფინანსების წილის ზრდა სახელმწიფოს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში; – მუნიციპალიტეტების სრულყოფილი საქმიანობისთვის საჭიროა განისაზღვროს მუნიციპალური სერვისები. უნდა მოხდეს გარკვეულ სტანდარტების ჩარჩოებში მოქცევა და წინასწარ განიზასზღვროს ის ფინანსური და მატერიალური რესურსები, რაც საჭიროა მუნიციპალიტეტის უფლება¬მოსილების განსახორციელებლად; – დასაჩქარებელია ქონებრივი დეცენტრალიზაცია, რის შედეგადაც მუნიციპალიტეტებს წვდომა ექნებათ ადგილობრივ მნიშვნელობის ტყეზე, მიწაზე, სხვადასხვა ბუნებრივ რესურსებზე, გაუჩნდებათ დამატებითი შემოსავლის წყარო, რომელიც მიზნობრივად იქნება ეკონომიკურ აქტივობაში მიმართული, გაზრდის მათ კომპეტენციებს და მოტივაციას. ამით მუნიციპალიტეტები საბოლოო ჯამში შეამცირებენ დამოკიდებულებას ცენტრალურ ბიუჯეტზე და გადაწყვეტილებების მიღებაში გახდებიან კიდევ უფრო დამოუკიდებლები; – შემუშავდეს მუნიციპალიტეტების დაფინანსების მთავარი წყაროს, გათანაბრებითი ტრანსფერის ახალი ფორმულა, რომელიც უფრო ზუსტი პარამეტრებით მოახდენს ფინანსური რესურსების გადანაწილებას, შექმნის უფრო სამართლიან გარემოს და გაატარებს ეფექტურ გათანაბრებით პოლიტიკას. საკვანძო სიტყვები: საქართველო, თბილისი, თვითმმართველობა, მუნიციპალიტეტი, ბიუჯეტი, შემოსულობები, ხარჯები, დაფინანსება, ტრანსფერი, გრანტი, დეცენტრალიზაცია, ფისკალური ![]() |
შონია ნანა პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო კოპალიანი ირინე მმართველი; ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი; მოწვეული სპეციალისტი, ქუთაისის ფილიალი; ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, სს ვითიბი ბანკი ჯორჯია; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო საქართველოს საბანკო ბაზარზე შესასვლელი ბარიერების სრულყოფის შესახებ (ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები) აბსტარაქტი
შესავალი და მიზანი: საქართველოს საბანკო ბაზარზე კონკურენციას ახასიათებს გარკვეული სპეციფიკური ნიშნები, რითაც ის განსხვავდება სხვა ბაზრებზე არსებული კონკურენციისაგან. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ საბანკო ბაზარი ოპერირებს ფულით, აბსოლუტური ლიკვიდურობის მქონე საქონლით, რომლის ჩანაცვლება სხვა საქონლით შეუძლებელია, ის ფულით ფულს ქმნის და ამით ღებულობს მაქსიმალურ მოგებას. შესაბამისად ფული არ წარმოადგენს ელასტიური მოთხოვნის საქონელს. საბანკო ბაზარზე კონკურენციის მეორე მნიშვნელოვანი თავისებურება დაკავშირებულია საბანკო სექტორში ფინანსური კაპიტალის მობილობასთან. განსხვავებით სხვა სახის კაპიტალისაგან ფინანსური კაპიტალი უფრო მეტად არის მობილური, რადგან მას შეუძლია უფრო სწრაფად განერიდოს იმ ქვეყნებს, სადაც მაღალია გადასახადები და მკაცრი საბანკო რეგულირების მექანიზმი გამოიყენება. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველში საბანკო კონკურენციის ცალკე მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები არ არსებობს და ის მოქცეულია 2012 წელს მიღებული, 2014 წლის 21 მარტს და 2021 წლის 28 მაისს კონსოლიდირებული "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის ნორმების ფარგლებში. აღნიშნული კანონი წარმოადგენს კონკურენციის დარეგულირების ძირითად ჩარჩო დოკუმენტს. 2014 წელს დაარსებული "კონკურენციის ეროვნული სააგენტოს" ძირითად ფუნქციას წარმოადგენს თავისუფალი კონკურენციის და ვაჭრობისათვის სათანადო გარემოს უზრუნველყოფა, აღნიშნულის დარღვევის ფაქტების გამოვლენა და რეაგირება, დაგეგმილი კონცენტრაციების შემოწმება და შესწავლა, არასამართლიანი უპირატესი მდგომარეობის ფაქტების გამოვლენა და კონტროლი. ნებისმიერი ქვეყნის და, მათ შორის, საქართველოს საბანკო სექტორიში არსებობს ბაზარზე შესასვლელი კონკრეტული ბარიერები, რომლებიც წარმოადგენენ ამ ბაზარზე ახალი მონაწილის შესვლის დამაბრკოლებელ ფაქტორებს. კერძოდ - მოთხოვნის (ბაზრის მოცულობის) შეზღუდვა, ბაზარზე შესვლისათვის აუცილებელი საწყისი ინვესტიციების მოცულობა, დანახარჯების დონის მოცულობა, ინვესტორების მასშტაბურობა, ორგანიზაციის ქცევა, ბაზარზე მოქმედი კომპანიების ვერტიკალური (ჰორიზონტალური) ინტეგრაციის გავლენა, ადმინისტრაციული ბარიერები, ეკონომიკური და ორგანიზაციული შეზღუდვები და საბაზრო ინფრასტრუქტურის განუვითარებლობა. კვლევის მიზანია საქართველოს საბანკო ბაზარზე შესასვლელი ბარიერების შესწავლა, გაანალიზება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. კვლევის მეთოდოლოგია: კვლევის დროს გამოყენებული იქნა როგორც თვისობრივი, ისე რაოდენობრივი მეთოდები, კერძოდ, დაკვირვების, ფასების დინამიკის და ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზის, სხვადასხვა ეკონომიკური მაჩვენებლების დინამიკის, სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის სამართლებრივი აქტების და მათი გამოყენების პრაქტიკის ანალიზი ცალკეული ასპექტების მიხედვით. შედეგები და გამოყენება: კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს საბანკო სექტორში ადგილი აქვს საბანკო მონოპოლიას. ჩვენი ქვეყნის საბანკო ბაზარზე ძირითადად დომინირებს ორი ბანკი – სს „თიბისი ბანკი“ და სს „საქართველოს ბანკი“ და ინაწილებს ბაზრის 2/3-ს, შესაბამისად საკრედიტო ბაზარი არის მაღალკონცენტრირებული და ახალი მოთამაშის შესვლა ძალიან რთულია. დომინირება ისტორიულად მომდინარეობს, ქვეყნის ორი წამყვანი ბანკი არის უძველესი და დიდი ტრადიციის მქონე, 2000–იანი წლების დასაწყისში მათ ჰქონდათ სათანადო რესურსი სწორად წარემართათ მენეჯმენტი, მოეწვიათ უცხოური გამოცდი¬ლების მქონე მაღალკვალიფიციური პროფესიონალები და სწორი სტრატეგიის დაგეგმვით და განხორციელებით ტრადიციული ბანკებიდან ეტაპობრივად ტრანსფორმირდნენ თანამედროვე და ძლიერ ბანკებად. ისინი დღემდე ინარჩუნებენ ლიდერის პოზიციებს და თანამედროვე რეალობაში ახორციელებენ საბანკო საქმიანობის ახალ ხაზს – თანამედრო ტექნოლო¬გიური კომპანიები, რომლებიც ინოვაციურად აზროვნებენ და ემსახურებიან მომხმარებლებს ციფრული ბანკინგის გამოყენებით. ძირითადად ლიდერი ბანკები კარნახობენ ბაზარზე თამაშის წესებს და შესაბამისად წარმოწმნიან ბარიერს, რომელსაც გააჩნია აბსოლიტური უპირატესობა დანახარჯების დონის მიხედვით. საკმაოდ რთულია ასეთ მოცემულობასი ბაზარზე „შეღწევა“. ჩვენს ქვეყანაში არსებული პრაქტიკა ადასტურებს რომ საფინანსო სექტორში მინიმუმ ათწლე¬ულის საქმიანობის შემდეგ შესაძლოა გაუჩნდეთ მიკროსაფინანსო ორგანი¬ზა¬ციებს ამბიცია გააგრძელონ ფუნქციონირება, როგორც კომერციულმა ბანკებმა, მას შემდეგ რაც დააგროვებენ საკმაო ოდენობით საბანკო საქმია¬ნობის გამოცდილებას. ამავე დროს ასეთ "ახალ ბანკებს" შედარებით მოკრძა¬ლებული წილი უჭირავთ საკრედიტო ბაზარზე. თუ არსებულ რეალობაში ადგილი ექნება ახალი მოთამაშის საბანკო ბაზარზე შემოსვლის ფაქტს, მას მოუწევს რომელიმე არსებული, თუნდაც მცირე ზომის ბანკის ან მიკროსაფინანსო ორგანი¬ზაციის შეძენა, რომ მცირე წილი მაინც დაიკავოს ბაზარზე. რადგან პირველ ეტაპზე ახალ ბანკს დამკვიდრება ფიქსირებული აქტივების შეძენის გარეშე გაუჭირდება. თუ საწყის ეტაპზე ბანკს ექნება შეძენილი საბანკო საქმიანო¬ბის გამოცდილება გამოსახული რეალურ პორტფელებში და ამასთან ერთად რესურსი შესთავაზოს ბაზარს დაბალი ტარიფები სესხებზე, ექნება რეალური შანსი დაიმკვიდროს თავისი ადგილი ბაზარზე. დღემდე კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებებიდან არც ერთი არ ეხებოდა საბანკო სექტორთან დაკავშირებულ საჩივრებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მოქმედ კომერციული ბანკებს შორის ბაზრის გადანაწილება შეთანხმებულად, საკმაოდ ჰარმონიულად მიმდინარეობს და ადგილი არ აქვს არაკეთილსინდისიერ კონკურენციას, რაც არ არის მიზანშეწონილი საბაზრო ეკონომიკის პირბოებში, ასეთი იდეალური „სოციალური“ კონკურენცია და ბაზრის თანაბარი გადანაწილება საბანკო სექტორში არ შეიძლება არსებობდეს. თუმცა, მიმდინარე და გასული წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად კონკურენციის რეგულირების მიმართულებით იკვეთება კონკურენციის სააგენტოსა და ეროვნული ბანკის ურთიერთთანამშრომლობის დადებითი შედეგები. დასკვნა: საქართველოში უცხოელი ინვესტორებისთვის ზოგადად არსებული ბარიერებიდან საბანკო ბაზარზე შესაღწევ რეალურ დამაბრკოლებელს წარმოადგენს -მოთხოვნის (ბაზრის მოცულობის) შეზღუდვა; დანახარჯების დონე; ბაზარზე მოქმედი ორგანიზაციების სტრატეგიული ქცევა და ვერტიკალური ან ჰორიზონტალური ინტეგრაცია. დანარჩენი ბარიერების გადალახვა უცხოელი თუ პოტენციური ინვესტორებისთვის არ წარმოადგენს სირთულეს, რასაც ადასტურებს ჩვენს ქვეყანაში ფუნქციონირებადი 15 ბანკიდან 14-ში უცხოური კაპიტალის მონაწილეობა. 2024 წლისათვის ევროკავშირში წევრობის ოფიციალური განაცხადის მომზადებასა და შემდგომში კავშირში გაწევრიანების უზრუნველყოფის შედეგად შესაძლებელია ნაწილი ბარიერები ავტომატურად „განეიტრალდეს“. თუმცა მეორეს მხრივ ბარიერების შემცირება არ გამოიწვევს ბაზარზე ახალი მოთამაშის უპირობო გამოჩენას, მაგრამ რამდენადაც შემცირდება დამაბრკოლებელი ფაქტორები, შესაძლებლობები ბაზრის ახალი მონაწილისათვის გაიზრდება. ბაზარზე ახალი მონაწილეების შემოსვლა კი ემსახურება კონკურენციის ზრდას, რაც დადებითად აისახება ფასებზე და სერვისზე, საბოლოო ჯამში კი მომხმარებლებზე. საბანკო სექტორში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება და განვითარება საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ფინანსური სახსრების თავისუფალ გადაადგილებას და როგორც საბანკო ბიზნესის, ისე ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდას. მიზანშეწონილია საბანკო ბაზარზე კონკურენტული უფლების სისტემატიზაციისათვის "კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა" და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის მჭიდრო ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შემუშავებული იქნეს ერთიანი მარეგულირებელი სტაბილური და გამჭვირვალე კანონმდებლობა, რომელიც საბანკო სექტორში უზრუნველყოფს თავისუფალ კონკურენციას და მომხმარებლებს მისცემს საბანკო პროდუქტების არჩევანის მეტ თავისუფლებას. ბაზრის ყველა მონაწილემ ზუსტად უნდა გაიაზროს „თამაშის წესები“ და შედეგები მათი დარღვევის შემთხვევაში. საკვანძო სიტყვები: ბანკი, ბარიერი, ბანკთაშორისი, კონკურენცია, რეგულირება, კრიზისი, ინვესტიციები, მოთხოვნა ![]() |
შონია ნანა პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო კუპატაძე კახა დოქტორანტი; ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო მახათაძე სულხანი ბინსესის ადმინისტრირების დოქტორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო შესყიდვების ადმინისტრირების აქტუალური საკითხები ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე (ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები) აბსტარაქტი
შესავალი და მიზანი: ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე შესყიდვების ადმინისტრირება ცნობილია როგორც „მუნიციპალური შესყიდვები“, რომელიც წარმოადგენს მუნიციპალური მომსახურების და საერთოდ, მმართველობითი პროცესის უზრუნველყოფის ერთ-ერთ უმთავრეს მექანიზმს. როგორც მმართველობითი პროცესის უზრუნველყოფის, ასევე მუნიციპალური მომსახურების უმეტესი ნაწილი სწორედ ადგილობრივი შესყიდვის გზით ხორციელდება. კვევის მიზანი. კვლევის მიზანს წარმოადგენს შესყიდვების ადმინისტრირებასთან დაკავშრებული ხარვეზების იდენტიფიცირება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე და მისი სრულყოფის გზების ძიება. კვლევის მეთოდოლოგია: კვლევის ინფორმაციულ საფუძველს წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემები და აგრეთვე პროფილური სამინისტროების ოფიციალური ვებსაიტების ელექტრონული რესურსები, საინფორმაციო პორტალები. მოპოვებული ინფორმაციის დასამუშავებლად და ანალიზის მიზნით გამოყენებული იქნა რაოდენობრივი კვლევის მეთოდი, კერძოდ - ჩატარდა მიზნობრივი ონლაინ გამოკითხვა და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებში დასამქებული პირების ინტერვიურება. შედეგები და გამოყენება: კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველში შესყიდვები ადგილობრიცი თვითმმართველობის დონეზე ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესებით . ამ შემთხვევაში, ადგილობრივ და სახელმწიფო შესყიდვებს შორის განსხვავება ცნების დონეზეც არ ფიქსირდება, კანონი არ არეგულირებს და არსად არ არის გათვალისწინებული მუნიციპალიტეტების სპეციფიკა. აღნიშნული კანონის თანახმად, შესყიდვების წესის გამოყენება სავალდებულოა ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვისას. მათ შორის, როგორც თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის, ისე საბიუჯეტო ორგანიზაციების სახსრებით, ასევე, იმ საწარმოს სახსრებით, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს მუნიციპალიტეტი. ეს უკანასკნელი კი საქართველოს რეალობას საერთოდ მოკლებული არის, რადგანაც საქართველოში მუნიციპალიტეტებს კერძო საწარმოების წილის ფლობის უფლება დღემდე არ გააჩნიათ. ჩვენთვის ცნობილია, რომ „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ კანონის ძირითადი მიზნია როგორც შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა, ისე შესყიდვების განხორციელების დროს შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა. თუმცა, მუნიციპალიტეტების დონეზე სამართლიანობის პრინციპი ბოლომდე მაინც ვერ არის უზრუნველყოფილი, გამომდინარე იქედან, რომ შესყიდვების პროცედურებს საკმაოდ დიდი დრო ჭირდება, რის გამოც ფერხდება მუნიციპალიტეტების ეფექტური ფუნქციონირება. დასკვნა: ჩვენს მიერ სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირების საკითხების შესწავლისას და პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც ვფიქრობთ უფრო ქმედითს და მოქნილს გახდის შესყიდვების განხორციელებას ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე: I. კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებისას სპეციფიკაციების გათვალისწინება; II. სხვადასხვა მომსახურეობის შესყიდვისას გამარტივებული შესყიდვის გამოყენება; III. სამშენებლო-სარემონტო სამუშაოზე ბაზრის კვლევის ჩატარების გარეშე შესყიდვის განხორციელება; IV. გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით მონეტარული ზღვრების გადახედვა. საკვანძო სიტყვები: შესყიდვების ადმინისტრირება, თვითმმართველობა, მუნიციპალური შესყიდვები ![]() |