დოქტორანტი, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
შესავალი და მიზანი: 21-ე საუკუნეში ნებისმიერი ქვეყანა გლობალურ ბაზარზე დამკვიდრებისკენ მიისწრაფვის, ჩვენს ქვეყანას გააჩნია შესაბამისი რესურსი იმისათვის, რომ გავიდეს საერთაშორისო ბაზარზე და მოახდინოს დამკვიდრება, მაგრამ მნიშვნელოვანია საწარმოო პოტენციალის ყველა შემადგენელ ფაქტორსა და რესურსზე ყურადღების გამახვილა. ერთ-ერთი ძირითადი განვითარების პოტენციალი რასაც ფლობს საქართველო არის მინერალური წყლების რესურსების უდიდესი მარაგები, აღნიშნულის სრული გამოყენებით წარმოუდგენელი შედეგების დაფიქსირება არის შესაძლებელი, როგორც ადგილობრივ ასევე უცხოურ ბაზრებზე.
ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენს საქართველოს მინერალური წყლების რესურსის შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების დამუშავება. მოგეხსენებათ საქართველოს ტერიტორიაზე მიედინება მრავალრიცხოვანი მინერალური წყაროები, რომელთა სიუხვე და არსებობა განსაზღვრავს ქვეყნის ტერიტორიულ-რეკრეაციული სისტემის სპეციალიზაციას. შესწავლილ იქნა, როგორც საერთაშორისო ბაზარზე უკვე ცნობილი მინერალური წყლები „ბორჯომი“, „ნაბეღლავი“, „საირმე“ ასევე რაჭის რეგიონის მინერალური წყლები, რომლის პოტენციალის შესწავლა, ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება და ინვესტიციები მოზიდვა იქნება რეალური საფუძველი სამკურნალო-რეკრეაციული ტურიზმის განვითარებისა და რეგიონული მრეწველობის დარგის ჩამოყალიბებისთვის.
წლების განმავლობაში საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელში მინერალური წყლების ზრდის დინამიკა იმის დასტურია, რომ საქართველოს შეუძლია აწარმოოს და თავისი ადგილი დაიკავოს მსოფლიო ბაზარზე, მინერალური წყლების დამზადებით.
კვლევის მეთოდოლოგია: საქართველოს ბუნებრივი რესურსების და კერძოდ მინერალური წყლების სფეროში ქართველი და უცხოელი თეორიტიკოსების და მკვლევარების ნაშრომები, რეკომენდაციები და კვლევებია განხილული სტატიაში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციები, ინტერნეტში განთავსებული ოფიციალური ვებგვერდების ინფორმაცია, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სპეციალური დანიშნულების ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებია ასახული. კვლევის ჩატარების მეცნიერულ და ზოგად მეთოდებიდან გამოყენებულია: ანალიზი, სინთეზი, ინდუქცია, დედუქცია, შედარებითი, სტატისტიკური, დაჯგუფების და სხვა მეთოდები.
კვლევის ფარგლებში ასევე გამოყენებულია თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდები. თვისებრივი კვლევის მიზანია საკვლევი საკითხის თეორიული შესწავლა, სიღრმისეული ინფორმაციის მოპოვება. აღნიშნული მეთოდით შესწავლილ იქნა საქართველოს მინერალური წყლების ძირითადი ასპექტები, მათი ხელმისაწვდომობა, განვითარების ასპექტები არსებული სანდო წყაროებზე დაყრდნობით. რაოდენობრივი კვლევით დგინდება სტატისტიკური რაოდენობრივი მაჩვენებლები, მონაცემები რაც თვისებრივი კვლევის საფუძველს წარმოადგენს. აღნიშნული მეთოდით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით რეპრეზენტული სახე მივეცით ჩვენს კვლევას, ანუ ციფრებით დავაზუსტეთ დაფიქსირებული შედეგები და მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი საგარეო ვაჭრობაში.
შედეგები და გამოყენება: საქართველოს აქვს შესაბამისი ბუნებრივი რესურსები, იმისათვის რომ აწარმოოს და დააკმაყოფილოს მინერალური წყლების მოთხოვნა, როგორც ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობის ასევე დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის. ნატურალური ნედლეულით და მაღალ ხარისხოვანი ტექნიკით დამზადებული „ბორჯომი“, „ნაბეღლავი“ და „საირმე“ საერთაშორისო ბაზარზე მაღალი პოპულარობით სარგებლობს, ახალი ბაზრების ათვისება და მოთხოვნის ზრდა პერიოდულად ფიქსირდება, რაც არის წინაპირობა დარგის შემდგომი განვითარებისთვის.
ისეთი რეგიონების მინერალურ წყლებზე აქცენტის გაკეთება და ხელშეწყობა, როგორიც არის რაჭა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს წარმოადგენს რეგიონის განვითარებისთვის, დღეის მდგომარეობით აღნიშნული მინერალური წყლის რესურსები დიდ როლს ასრულებენ რეგიონის ტურისტული განვითარების ჭრილში. სწორი დაგეგმარებისა და გამოყენების პირობებში აღნიშნული რესურსის სტრატეგიული მნიშვნელობის განვითარება და ზრდა არის გარანტირებული.
დასკვნა: ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს მინერალური წყლების წარმოების ბუნებრივი რესურსი და ბუნებრივ-კლიმატური პირობები საშუალებას იძლევა ვაწარმოოთ ფართო ასორტიმენტის და მაღალი ხარისხის უალკოჰოლო წყლები, ამასობაში აუცილებელია მინერალური წყლის რესურსების საფუძვლიანი შესწავლა და მისი ფუნქციონალური დაგეგმარება დანიშნულების მიხედვით.
საყურადღებოა ასევე ისეთი მინერალური წყლების რესურსებზე ყურადღების გამახვილება, როგორიც მოიპოვება რაჭას ტერიტორიაზე, აღნიშნულის განვითარება და საექსპლუატაციოდ გამოყენება, ხელს შეუწყობს როგორც რეგიონის სტრატეგიულ განვითარებას ასევე მთელი საქართველოს.
საქართველოს მინერალური წყლების საერთაშორისო დონეზე გატანისა და დამკვიდრებისთვის მნიშვნელოვანია დარგში დაწესებული საერთაშორისო სტანდარტების და რეკომენდაციების შესწავლა და დანერგვა ჩვენს ადგილობრივ ბაზარზე. ასევე ერთიანი სამმართველო სტრუქტურის ჩამოყალიბება და ფუნქციონირება მინერალური წყლების დარგში ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბაზრის ეფექტიანი მართვისთვის, რომელიც კოორდინაციას გაეწევა მინერალური წყლის ჩამოსხმისა და რეალიზაციის.
საკვანძო სიტყვები: მინერალური წყალი, კონკურენცია, მენეჯმენტი, ბუნებრივი რესურსი, საგარეო ვაჭრობა