პროფესორი, ეკონომიკის დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო
ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო
შესავალი და მიზანი: შესწავლილია საქართველოში COVID-19 პანდემიის პირობებში თუ რამდენად იქნა გამოყენებული ციფრული ინსტრუმენტები რისკებთან გამკლავებისა და მდგრადი განვითარებისათვის. კვლევის შედეგების თანახმად, პანდემიის გავლენა საერთაშორისო ტურიზმზე ორიენტირებულ რეგიონებზე საკმაოდ ღრმაა და გადაედინებოდა სხვა სფეროებში მიწოდების ჯაჭვის საშუალებით. სამეწარმეო საქმიანობის შემცირება მუნიციპალიტეტებში ნაწილობრივ გამოწვეული იყო დისტანციური ბიზნესის მართვისთვის არასაკმარისი რესურსებითა და ციფრული ოპერაციული და მარკეტინგული ინსტრუმენტების სუსტი გამოყენებით. პანდემიამ განსაკუთრებით ძლიერი გავლენა იქონია მცირე საწარმოებზე, რომლებიც აწარმოებენ შრომის ინტენსიურ პროდუქტებს, სადაც ციფრულ ინსტრუმენტებს არავითარი გამოყენება არ აქვთ. ხოლო საშუალო ზომის საწარმოები შედარებით სტაბილური აღმოჩნდა ბიზნეს სექტორში.
ნაშრომში გამოვლენილია ციფრული ეკონომიკის განვითარების მთავარი ბარიერები, კერძოდ, არასაკმარისი ურთიერთთანამშრომლობა ბიზნეს სუბიექტებსა და IT-ს შორის, მათ შორის სწრაფი თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების შეუძლებლობა, სტრატეგიული დაგეგმვის კულტურის ნაკლებობა, ელექტრონული ბიზნესის შესახებ დაბალი ცნობიერება და ფინანსური რესურსების სიმწირე.
კვლევის მეთოდოლოგია: კვლევა მიზნად ისახავდა იმის გამოვლენას, თუ რამდენად გაუმკლავდნენ საწარმოები პანდემიას თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. ამ მიზნით ჩატარდა გამოკითხვა საქართველოს მასშტაბით 2020 წელს, COVID-19- ის აქტიურ ფაზაში. გამოკითხვა განხორციელდა საქართველოს ყველა რეგიონში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნული ასოციაციის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.
შედეგები და გამოყენება: კვლევაში განსაზღვრულია პანდემიასთან ბრძოლის ეფექტური მექანიზმები და დასაბუთებულია, რომ, რომ მომხმარებლებსა და ბიზნესებს შორის დისტანციური კომუნიკაცია საჭიროებს შემდგომ მხარდაჭერას რესურსების თვალსაზრისით და სტრატეგიული მენეჯმენტის განვითარებას ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ცენტრალური მთავრობისა და მუნიციპალიტეტების მხრიდან მეწარმეთა მხარდაჭერას სხვადასხვა ინსტიტუციური და ორგანიზაციული მექანიზმებით (მაგ. პროექტების მხარდაჭერას, მეწარმეთა კონფერენციებისა და ტრენინგების ორგანიზებას, IT ექსპერტების მოზიდვას ციფრული ეკონომიკის განვითარებისთვის და სხვ) რაც ხელს შეუწყობს ანტიკრიზისული მართვის პრაქტიკის დანერგვას ადგილობრივ დონეზე მოქმედ ბიზნესში.
დასკვნა: აღნიშნულია, რომ ციფრული ეკონომიკის განვითარების პარალელურად, საქართველოს ახალი გამოწვევაა ციფრული ეკონომიკის ფორმირება, რაც ციფრულ ტექნოლოგიების დანერგვასთან ერთად უზრუნველყოფს მდგრადობას და ეკონომიკურ ზრდას.
საკვანძო სიტყვები: ციფრული ეკონომიკა, კოვიდ -19, საქართველოს რეგიონები, ცირკულარული ეკონომიკა