დოღონაძე თათია ასისტენტ-პროფესორი, გეოგრაფიის დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო ეკოტურიზმის განვითარების პერსპექტივები იმერეთში - ოკაცეს კანიონი (თანამედროვე ეკონომიკა, ეკონომიკური პოლიტიკა და სოციალურ-დემოგრაფიული პროცესები) აბსტარაქტი
შესავალი და მიზანი: ჩვენი საკვლევი სივრცე - ოკაცეს კანიონის ტურისტული რეგიონი, ორ გეომორფოლოგიურ ერთეულს - კინჩხის ქვაბულსა და გორდის მოსწორებულ ზედაპირს. კვლევის მიზანი იყო დაგვედგინა, რამდენად განსხვავებულია მდგრადი განვითარების გავლენა იმერეთის ტურისტული რეგიონის მოსახლეობაზე, რამდენად სარგებლობენ ლოკალური თემები აღნიშნული დარგის შექმნით, რა მნიშვნელობა აქვს დასახლების სასოფლო-სამეურნეო ტრადიციას და ეხმარება თუ არა მათ ძველი გამოცდილება თანამედროვე საქმინაობის, კონკრეტულად მცირე ბიზნესის წარმართვაში; რამდენად დაცულია ბუნება, ხელმისაწვდომია თუ არა აუცლებელი რესურსი და რა საფრთხეს უქმნის ეკოლოგიურ გარემოს ვიზიტორთა მზარდი დინამიკა. კვლევის მეთოდოლოგია: კვლევის მიზნების მისაღწევად კვლევის დროს გამოყენებულ იქნა შემდეგი მეთოდები: ლიტერატურული, თვისებრივი მეთოდი სიღრმისეული ინტერვიუს სახით. შედეგები და გამოყენება: ოკაცეს კანიონის ტურისტული ობიექტს კვლევისას გამოიკვეთა თანამშრომლობა სამთავრობო სექტორსა და მოსახლეობას შორის. კერძოდ, დაცული ტერიტორიების სააგენტო ატარებს ტრენინგებს საოჯახო სასტუმროების მფლობელებთან, საკომუნიკაციო უცხო ენის და სამედიცინო პირველადი დახმარების მინიმალური უნარ-ჩვევების შესაძენად. ტურიზმში ჩართულობასთან ერთად ტრადიციულად, მესაქონლეობას მისდევენ, დამზადებული რძის პროდუქტი საკმარისია, როგორც ტურისტთა მომსახურებისთვის, ასევე ქალაქსი ბაზარზე გასატანად. ეკოლოგიურად სუფთა მთის პროდუქტი განაპირობებს ტურისტთა მუდმივი ნაკადების ზრდას. ოკაცეს კანიონის ტურისტული ადგლის შექმნის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი მდგრადი გავითარების ფარგლებში ბუნებრივი ლანდშაფტების დაცვა იყო. სოფლის მოსახლეობა შეშაზეა დამოკიდებული, ამიტომ რაც უფრო მალე დასრულდება ბუნებრივი აირის შეყვანა სოფლებში, მით უფრო დაცული იქნება რეგიონის ტყის მასივები. დასკვნა: ოკაცეს კანიონთან დაკავშირებული სოფლების მოსახლეობა საკმაოდ დადებითადაა განწყობილი მზარდი ტურიტული ბიზნესის მიმართ, შინამეურნეობის შემოსავლების მატებას მასში ჩართულობით მოიაზრებს და დადებითად აღიქვამს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რასაც სახელმწიფო ახორციელებს. კანიონის მენეჯმენტი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს სტრატეგიაა, უზრინველყოს ბუნებრივი ეკოსისტემის დაცულობა, ამიტომ აუცილებლად მიგვაჩნია ყრადღება მიექცეს დადინაბეის ტყე-პარკს, რატა არ მოხდეს ბუნებრივი ლანდშაფტის უფრო მეტად დაზიანება და ისტორიული მემკვიდრეობის დაკარგვა. საკვანძო სიტყვები: ოკაცეს კანიონი, ეკოტურიზმი, მოსახლეობა, მდგრადი განვითარება ![]() |