გერაძე რევაზი დირექტორის მოადგილე, ბუნებრივი გაზის დეპარტამენტი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, თბილისი, საქართველო ბუნებრივი გაზის ბაზრის ლიბერალიზაცია (ენერგეტიკის ეკონომიკური ასპექტები და რეგულირება) აბსტარაქტი
შესავალი და მიზანი: კვლევის მეთოდოლოგია: შედეგები და გამოყენება: დასკვნა: საკვანძო სიტყვები: |
გერაძე რევაზი დირექტორის მოადგილე, ბუნებრივი გაზის დეპარტამენტი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, თბილისი, საქართველო ელექტროენერგიის მოხმარებისა და კრიპტოვალუტების ფასის დინამიკის ანალიზი (ენერგეტიკის ეკონომიკური ასპექტები და რეგულირება) აბსტარაქტი
შესავალი და მიზანი: კვლევის მეთოდოლოგია: შედეგები და გამოყენება: დასკვნა: საკვანძო სიტყვები: |
გუნცაძე ნანა დოქტორანტი, სამართლის პროგრამა, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო სასამართლოს გარე მოლაპარაკება მომხმარებლის გადახდისუუნარობისას (სამართალგანვითარების თანამედროვე თეორიული და პრაქტიკული ასპექტები) აბსტარაქტი
შესავალი და მიზანი: ბოლო 20 წლის მანძილზე სხვადასხვა ქვეყნების კანონმდებელი განიხილავს მედიაციას, როგორც მომხმარებლის ჭარბვალიანობის გადაჭრის ეფექტიან საშუალებას. თუმცა ხშირ შემთხვევაში მოცემული მექანიზმი კრიტიკას ექვემდებარება, რადგან დღემდე მიიჩნევა, რომ ნებაყოფლობითი პროცედურა მარცხით სრულდება. ევროპული კანონმდებლობის დიდი ნაწილი დღეს ემხრობა სასამართლოს გარე მორიგების წარმოებას მომხმარებლის გადახდისუუნარობისას. შეუმჩნველი არ დარჩა ის ფაქტი, რომ ევროსაბჭოც მხარს უჭერს სასამართლოს გარე წარმოებას, რათა მაქსიმალურად განტვირთოს სასამართლო გადახდისუუნარობის საქმეებისგან. ამ მოსაზრებამ პირველად პოვა გამოხმაურება საერთაშორისო გადახდისუუნარობის სპეციალისთა ასოციაციის რეკომენდაციაში, კერძოდ მათ მიერ ჩამოყალიბებულ მესამე პრინციპში. (INSOL International, Consumer Debt Report: Report of Findings and Recommendations). მესამე პრინციპში ასოციაცია ემხრობა მოლაპარაკებას, რათა კრედიტორმა და მოვალემ მაქსიმალურად დაზოგონ დრო და ხარჯი. მას შემდეგ, ევროსაბჭოს მინისტრა კომიტეტმა თავის მხრივ რეკომენდაციაში „Legal solution to debt problems” (recommendation Rec 2007(8) ასევე გაამახვილა ყურადღება მოლაპარაკის მნიშვნელობაზე და ფაქტიურად იგივე საკითხებზე გააკეთა პოზიციონირება, რაზეც ასოციაციას ჰქონდა საუბარი, თუმცა აქცენტი მოლაპარაკების მწარმოებელ კომპეტენტურ ორგანოზე გააკეთა. მოცემულმა საერთაშორისო რეკომენდაციებმა პირველად წამოაყენეს სასამართლოს გარე მოლაპარაკების წარმოების საკითხი და განსაზღვრეს მისი ხასიათი და აუცილებლობა. დღეს მოლაპარაკება არის გერმანიის და ესპანეთის კანონმდებლობის ნაწილი. ორივე ქვეყანამ შეიტანა თავისი წვლილი ამ პროცედურის განვითარებაში, ინდივიდუალურად განსაზღვრა და მოარგო ის კანონმდებლობას. შესაბამისად, განხილულია რეკომენდაციები და ქვეყნების კანონმდებლობა, რათა თვალსაჩინო გახდეს სასამართლოს გარე მოლაპარაკების ხასიათი (მედიატორული თუ მომრიგებლური; სავალდებულო თუ ნებაყოფლობითი), და რაც მთავარია განსაზღვრო კომპეტენტური ორგანოს უფლებამოსილება და მათ მიმართ ნდობის ფაქტორი. ნაშრომის მიზანია მომხმარებლის გადახდისუუნარობის ახლად დანერგილი მედიაციის ინსტიტუტის შესწავლა და მისთვის დამახასიათებელი ეფექტიანი ინსტრუმენტების გამოვლენა. ამასთან, ასევე მიზანს წარმოადგენს მომხმარებლის გადახდიუუნარობის მედიაციის დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოვლენა და დასკვნის სახით კვლევის შედეგები და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. კვლევის მეთოდოლოგია: კვლევის მიზნის მისაღწევად მომხმარებლის გადახდისუუნარობის მედიაციის შესწავლისას საჭირო გახდა ევროპული და საერთაშორისო სამართლის შედარებითი ანალიზის განხორციელება, ასევე ევროპის ქვეყნების პრაქტიკული გამოცდილების ურთიერთშედარება. კვლევის მიზნებისთვის, ნაშრომში წარმოდგენილი მედიაციის განვითარების ანალიზი. შედეგები და გამოყენება: ვინაიდან საქართველოს გადახდისუუნარობისათვის უცხოა მომხარებლის გადახდისუუნარობა, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მისი დარეგულირების ეფექტიანი მექანიზმების შემუშავება, რათა განისაზღვროს თუ რომელი მიდგომა იქნება მეტად ეფექტიანი და მნიშვნელოვანი ქართული რეალობისთვის. დასკვნა: პირველადი წყაროების/კანონმდებლობების ანალიზმა დაგვანახა სასამართლოს გარე მოლაპარაკების ზოგადი სურათი. სწორედ ამიტომ, დასკვნის სახით აუცილებელია გამოვყოთ რამოდენიმე პრობლემური ასპექტი. არსებობს მაღალი რისკი, რომ სასამართლოს გარე მოლაპარაკების სავალდებულო ხასიათმა დაუკარგოს მას მისი პოტენციალი და შესაძლებლობები, ამასთან შედეგად მხარეებმა არ გამონახონ კომპრომისული მიდგომა. მნიშვნელოვანია, რომ მოლაპრაკება არ გახდეს მხოლოდ ფორმალური ნაწილი მოვალის სასამართლოში მისამართად. აღსანიშნავია, რომ ასეთი შედეგი დღეს არსებობს გერმანიაში, რადგან დაბალია მოლაპარაკების ეფექტიანობა. კერძოდ სტატისტიკის თანახმად, 2013 წელს არსებული მოლაპარაკებებიდან მხოლოდ მისი 7% შედგა. სწორედ ამიტომ, გერმანია არის იმის მაგალითი, რომ მოლაპარაკების სავალდებულო ხასიათი არ არის მისი ეფექტიანობის ხელშემწყობი გარემოება. მოლაპარაკება არ უნდა გახდეს უსარგებლო ან იწვევდეს მხარეების დროის დაკარგვას. თუმცა გამოსავალი შესაძლებელია გახდეს მოვალის გადახდისუუნარობის განცხადების სწორი გადახასირსხება, კერძოდ როდესაც მოვალე მიმართავს სავალდებულო მოლაპარაკებას, საქმის მიღებისას, კომპეტენტურმა ორგანომ უნდა შეაფასოს მოვალის მდგომარეობა, აქტივები და ვალდებულებები. ორგანომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ღირს თუ არა მოლაპარაკების დაწყება. აუცილებელია, რომ კომპეტენტურმა ორგანომ გასცეს ცნობა, რომ მოლაპარაკების წარმოება არ ღირს, რის შედეგადაც მოვალე მიმართავს სასამართლოს დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით. მოლაპარაკების სავალდებულო ხასიათი უნდა განსაზღვროს კომპეტენტურმა ორგანომ ინდივიდიალურად საქმის მიღებისას. მეორე არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს სასამართლოს გარე მოალაპრაკების მედიატორული ან მომრიგებლური ხასიათის განსაზღვრის აუცილებლობა. მაგალითად გერმანული კანონმდებლობა სრულ თავისუფლებას ანიჭებს მოლაპარაკების მწარმოებელ ორგანოს, რათა თავად განსაზღვროს მოლაპარაკების მექანიზმები. რაც შეეხება ესპანური კანონმდებლობის მიდგომას, მან სასამართლოს გარე მოლაპარაკება რეაბილიტაციის ანალოგად ჩამოაყალიბა. რეაბილიტაცია არის გადახდისუუნარბის პროცედურა, რომელიც აღსრულდება სასამართლოში მიმართვის შედეგად. ხოლო სასამათლოს გარე მოლაპარაკება თავისუფალია იმ დოგმებისგან, რომელიც შესაძლებელია წარმოიშვას სასამართლოში და რომელიც არ აძლევს მხარეებს საშუალებას მიაღწიონ კომპრომისულ შედეგს. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს გარე მოლაპარაკებამ არ დაკარგოს თავისი ხასიათი და არ გახდეს რეაბილიტაციის ანარეკლი. მესამე საყურადღებო ასპექტს წარმოადგენს მოლაპარაკების მწარმოებელი კომპეტენტური ორგანო. როგორც დავინახეთ, არცერთმა ქვეყანამ არ მიმართა ახალი ორგანოს ჩამოყალიბებას, არამედ მიანდო მოლაპარაკების კოორდინაცია არსებულ უწყებას. ასეთი ორგანო თავის მხრივ განსაზღვრავს იმ მედიატორების სიას, რომლებიც სასამართლოს გარე მოლაპრაკების წარმოებით დაკავდებიან. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სახემწიფომ უზრუნველყოს მათი დაფინანსება, რათა მედიატორმა არ მიიღოს მოგება მხარეებისაგან და მისი ნეიტრალური პოზიცია არ აღმოჩნდეს ეჭვის ქვეშ. ნათელია, რომ სასამართლოს გარე მოალარაკება არის ახლად დანერგილი პროცედურა, თუმცა მან უკვე გამოავლინა სუსტი მხარეები, რისი აღმოფხვრა არის აუცილებელი, რათა მოლაპარაკებამ არ დაკარგოს თავისი დანიშნულება. საკვანძო სიტყვები: გადახდისუუნარობის სამართალი, მომხმარებლის გადახდისუუნარობა, მედიაცია, სასამართლოს გარე მოლაპარაკება |