ყოველწლიური ჟურნალი.   უახლესი გამოცემა.  შემდეგი გამოცემა – 2020 წ.
    ქართულად  English  


ავტორთა საყურადღებოდ!

ჟურნალში ნაშრომის გამოქვეყნებისათვის ავტორმა უნდა შეავსოს განაცხადი.

ნაშრომის ენა: ქართული, რუსული, ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენა.

ნაშრომის ზოგადი მოთხოვნები:

  • ნაშრომი უნდა ჰქონდეს: სათაური, რეზიუმე/აბსტრაქტი, საკვანძო სიტყვები, ძირითადი ნაწილი, დასკვნა და ანბანის მიხედვით დალაგებული დამოწმებული ლიტერატურის სია;
  • ნაშრომს შეიძლება ჰყავდეს რამდენიმე ავტორი (არა უმეტეს 3 ავტორისა); უნდა მიეთითოს ავტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, ქვეყანა/ქალაქი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა, აკადემიური ხარისხი, საკონტაქტო ელექტრონული მისამართი, ტელეფონი).
  • რეზიუმე უნდა მოიცავდეს თემის აქტუალურობას, კვლევის მიზანსა და ძირითად დასკვნებს. უნდა იყოს არანაკლებ 2500 სიმბოლო. გამოქვეყნებულ ქართულენოვან ნაშრომს უნდა დაერთოს ინგლისურენოვანი რეზიუმე, ხოლო უცხოენოვან ნაშრომს - ქართულენოვანი რეზიუმე.
  • ნაშრომს ავტორმა უნდა დაურთოს საკვანძო 4-8 სიტყვა ქართულად და რეზიუმეს/ აბსტრაქტის ენაზე.

ვრცლად იხილეთ ნაშრომის ტექნიკური მახასიათებლები / შაბლონი..



ნაშრომის ელექტრონული ვერსია გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: kartvelolog@atsu.edu.ge



შენიშვნა:
ნაშრომის გამოქვეყნება ფასიანია.

ნაშრომების შერჩევისა და რეფერირება-რეცენზირების პროცედურები და კრიტერიუმები

ჟურნალ "ქართველურ მემკვიდრეობაში" დასაბეჭდი ნაშრომის შერჩევის წესი

ჟურნალ "ქართველურ მემკვიდრეობაში" გამოქვეყნდება ნაშრომი, რომელიც თემატურად და სტრუქტურულად შეესაბამება მოთხოვნებს და წარმატებით გაივლის რეცენზირებას.
გამოსაქვეყნებლად შერჩეული ნაშრომის თემატიკა უნდა იყოს აქტუალური, შეიცავდეს გარკვეულ სიახლეს და ღირებულ დასკვნებს შესაბამისი მიმართულებების მიხედვით (რაც ასახული უნდა იყოს რეცენზენტების დასკვნაში).

ნაშრომის რეფერირების / რეცენზირების პროცედურა

ნაშრომი, რომლებიც თემატურად შეესაბამება ჟურნალის პროფილს და გაფორმებულია დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, სარეცენზიოდ გადაეცემა შესაბამისი დარგის ორ ექსპერტს / რეცენზენტს. რეცენზირება ანონიმურია.

რეცენზენტებად შეირჩევიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე მეცნიერები, რომლებსაც თავის დარგში მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ.

რეცენზენტი წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით აფასებს სარეცენზიო ნაშრომს და ავსებს შესაბამის ფორმას. რეცენზია დადგენილ ვადაში გადაეგზავნება რედაქტორ(ებ)ს.

ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები:

  • საკვლევი თემის აქტუალურობა;
  • ნაშრომის მეცნიერული სიახლე;
  • ავტორის თვალსაზრისის დამაჯერებლობა;
  • პროფესიული კეთილსინდისიერება;
  • ენობრივი გამართულობა.

ჟურნალში ნაშრომები დაიბეჭდება ორივე რეცენზენტის დადებითი დასკვნის საფუძველზე. უარყოფითი რეცენზიის შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას ნაშრომის გამოქვეყნების შესახებ იღებს სარედაქციო საბჭო.



ღია წვდომის ჟურნალი მკითხველთათვის.



შექმნილია
საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის სამსახურის მიერ.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

© 2020.