აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების საქართველოს ეროვნული ცენტრისა და ERASMUS+-ის საქართველოს ეროვნული ოფისის მხარდაჭერით, 2015 წლის 1-2 მაისს ჩაატარა პირველი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე:

"უმაღლესი განათლება – ახალი ტექნოლოგიები და ინოვაციები", HENTI-2015

კონფერენცია საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ პირს წარმოადგინოს საკუთარი პროექტები სწავლისა და სწავლების მეთოდოლოგიების, საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ელექტრონული სწავლების შესახებ. ერთმანეთს გაუზიარონ განათლებასა და კვლევაში ახალი ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილება.

კონფერენციის მასალები ქვეყნდება ელექტრონულ ჟურნალში (EISSN 2346-7851).

გთხოვთ, იხილოთ უახლესი გამოცემა.