აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაგეგმილი

"მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის" ფარგლებში

2017 წლის 29-30 სექტემბერს ჩაატარა მეორე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე:

"თანამედროვე განვითარების ეკონომიკური,
სამართლებრივი და სოციალური პრობლემები – 2017".

მონაწილეებს საშუალება მიეცათ ერთმანეთისათვის გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები და მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიებში მათთვის საინტერესო საკითხებზე.

კონფერენციის მასალები გამოქვეყნდა უნივერსიტეტის ვებგვერდზე რეფერირებული ელექტრონული ჟურნალის (EISSN 2346-8203) სახით და საერთაშორისო ჟურნალებში "საჯარო ადმინისტრირება და მმართველობა" და "საჯარო პოლიტიკა და მმართველობა". 

გთხოვთ, იხილოთ უახლესი გამოცემა.